სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე 5 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ საგარეჯოს რაიონში, საერთო ჯამში 20 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 78 000 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა. ამავე საქმეზე პასუხისგებაში მიეცა 13 პირი.