საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობათა განვითარებაზე, რუსეთის ანექსიაზე, ოკუპაციასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
უეს მიტჩელმა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.