კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე გუშინ მაყურებლის წინაშე ახალგაზრდა პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი წარსდგა. ავსტრიელმა პიანისტმა მოცარტის, ბეთჰოვენის და ფერენც ლისტის ნაწარმოებები შეასრულა. ფესტივალის პარალელურად მაესტრო მიშელ სონის მასტერკლასები მიმდინარეობს. დღეს მაყურებლის წინაშე ხვიჩა მაღლაკელიძე წარსდგება.