დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას აცრები ჩაიტარონ. პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურება, ამიტომ იგი მიმართავს მშობლებს, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანამდე გადაამოწმონ ბავშვის ვაქცინაციის ისტორია და თუკი ასაკობრივი ვაქცინა გამოტოვებული აქვს, აუცილებელად ჩაუტარონ.
რაც შეეხება რესპირატორულ დაავადებებს, პაატა იმნაძის განმარტებით, მათი გააქტიურება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, თუმცა, დამოკიდებულია ამინდზე.