შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში საშტორმო მდგომარეობა მოიხსნა, შესაბამისად ცურვა ნებადართულია. სამი დღის განმავლობაში ზღვაზე სამბალიანი შტორმი იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ამ პერიოდის განმავლობაში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.