ხვალ, 11:00-დან 18:00 საათამდე ნიჟარაძის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

11 სექტემბერი 2018, 00:00 1780 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 12 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოების გამო, ნიჟარაძის ქუჩაზე. სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.   

პირველ ეტაპზე, გადაადგილება აიკრძალება ნიჟარაძის პირველ ჩიხსა და მაიაკოვსკის ქუჩას შორის არსებულ მონაკვეთზე, შემდეგ კი - მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე.

ბათუმის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი