ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა. სხდომაზე ნომერი 44 კანდიდატს განესაზღვრა. ათ პოლიტიკურ გაერთიანებას მათივე მოთხოვნის საფუძველზე ის ნომრები დარჩათ, რაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ მინიჭებული.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ნომრების მინიჭება, ყველა კანდიდატის საბოლოო რეგისტრირებამდე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და კანდიდატების ხელშეწყობის მიზნით მოხდა.