დღეს “კოლხობაა”

08 სექტემბერი 2018, 00:00 1715 ნახვა

სახალხო დღესასწაული “კოლხობა“ გაიმართა სარფში. ტრადიციული ზეიმი ზღვის სანაპიროზე ჩატარდა. მოეწყო ფოტო გამოფენა, წარმოდგენილი იყო რეწვის ოსტატების ნამუშევრები. გაიმართა კოსტიუმირებული პერფორმანსი, მსახიობებმა ძველი კოლხები და მეფე აიეტი განასახიერეს. “კოლხობის“ მთავარი  ღონისძიება კონცერტი იყო, რომელშიც 20-მდე მუსიკალური ჯგუფი და ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა. დღესასწაული “კოლხობა“ ამ სახელწოდებით 1979 წლიდან აღინიშნება.

წელს ღონისძიების ბიუჯეტი 7 ათასი ლარი იყო. “კოლხობის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და საკონცერტო პროგრამა მთავრობის თავმჯდომარის მოსვლის შემდეგ გაიხსნა, რის გამოც თორნიკე რიჟვაძეს მედიასთან განმარტების გაკეთება მოუხდა. ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ “შენიშვნა მიღებულია“. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი