თემურ შაშიაშვილი ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა

07 სექტემბერი 2018, 00:00 4365 ნახვა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ბათუმელ მხარდამჭერებს შეხვდა. კანდიდატს რეგიონებში შტაბი არ ექნება და მხარდამჭერები ხელმოწერებს ღიად დააფიქსირებენ. დამოუკიდებელი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

თეიმურაზ შაშიაშვილი ამბობს, რომ ის ხალხის კანდიდატია და არცერთი პარტიის მხარდაჭერას არ ელოდება. თეიმურაზ შაშიაშვილს წლების განმავლობაში იმერეთის გუბერნატორისა და ქუთაისის მერის პოსტი ეკავა.

ამავე კატეგორიაში