„ჰუმანიტარულ კატასტროფა“ ასე აფასებს მამუკა ბახტაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის მტკივნეული გამოწვევა, პასუხი კი ამ ყველაფერზე მისი თქმით, მშვიდობა და განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობაა.
ასე მთვარობის მეთაურმა „პროგრესული ალიანსის" მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში" მონაწილეებს მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარეს კი მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.