ამ წუთებში ბათუმში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. კანონმდებლებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
თეონა ხარაბაძე ესწრება გასვლით სხდომას, საიდანაც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თეონა, კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავენ დღევანდელ სხდომაზე?