საპრეზიდენტო კანდიდატზე გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი 9 სექტემბერს მიიღებს

07 სექტემბერი 2018, 00:00 1533 ნახვა

კვირას გახდება ცნობილი  ქართული ოცნების გადაწყვეტილება რა ფორმით ჩაერთვება პარტია საპრეზიდენტო არჩვენბეში. 9 სექტემბერს პოლიტსაბჭოს სხდომაა დაგეგმილი. ამავე სხდომაზე შეჯერდება პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის საკითხზე. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის ფინანსურ მხარდაჭერას, თამარ  ჩუგოშვილის განცხადებით,  პროცესში „ქართული ოცნება“ იმ დოზით ჩაერთვება, რის საშუალებასაც კანონი იძლევა.

არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზეც გაიმართება. არჩილ  თალაკვაძე კი ამბობს, რომ კანდიდატის მხარადჭერის თემაზე გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი