სოფელ განახლების მოსახლეობა ახალი სატრანსპორტო სქემის წინააღმდეგ

07 სექტემბერი 2018, 00:00 2096 ნახვა

ხელვაჩაურის სოფელ  განახლების მცხოვრებლები  შეცვლილი სამარშუტო  სატრანსპორტო სქემის ამოქმედებას აპროტესტებენ. მოქალაქეები დღეს  ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ და ქალაქის მერთან შეხვედრა  მოითხოვეს. მათი თქმით, ცვლილების გამო  გადადგილება გართულდა. ფიქრობენ, რომ პრობლემა განსაკუთრებით სასწავლო პროცესის დროს  გამწვავდება.

მათ ამ წუთებში ქალაქის მერი ხვდება, მანამდე კი ისინი საქალაქო ტრანსპორტის უფროსს შეხვდნენ.    ემზარ ქავჟარაძის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სატრანსპორტო მონიტორინგი და  დაკვირვების შედეგად გადაწყდება დაინიშნება  თუ არა ალტერნატიული მიმართულებით ახალი სამარშუტო ხაზი. ოპტიმიზაციის შედეგად ქალაქში 460 მიკროავტობუსიდან მუშაობას 260 აგრძელებს. 

ამავე კატეგორიაში