პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ექვსი ქვეყნიდან ისწავლიან და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ- დღეს თბილისში გაიხსნა.
ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნას საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი დაესწრო. იოჰანეს ჰანის ორდღიანი ვიზიტი დღეს მთავრდება. ევროკომისარმა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან გამართა.