მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს აჭარის მთავრობის ადმინიტრაციული შენობის წინ კარვების აქცია დაეწყოთ, ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაიძაბა. პოლიციის თანამშრომლების ხელს უშლიან კარვების კონსტრუქციების მონტაჟში და მოითხოვენ, რომ კარვები არ დაიდგას. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მათ აქვთ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის უფლება.