პოლიციის მიერ კარავის კონსტრუქციის აღების შემდეგ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქციის მონაწილეებმა მცირე კარავის გაშლა შეძლეს. ამ ეტაპზე მასში აქციის ორგანიზატორები ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა ზიან. მათი განცხადებით 24 საათიანი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს, კერძოდ კი მზია ამაღლობელს.