ბათუმში მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSICFEST იწყება

02 სექტემბერი 2018, 00:00 1942 ნახვა

კლასიკური მუსიკის ფესტივალი იწყება.“ბათუმი მიუზიკ ფესტის“ პირველი კონცერტი დღეს ხელოვნების ცენტრში გაიმართება და მას მუსიკალური ცენტრის სახელწიფო სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით გახსნის. პროგრამით წარსდგება  მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე. ფესტივალის დამფუძნებელი პიანისტი ელისო ბოლქვაძეა.

მისი ინიციატივით, საფესტივალო პროგრამაში ტრადიციულად არის მასტერკლასები ახალგაზრდა ტალანტებისთვის, რომელსაც ფრანგი მაესტრო მიშელ სონი ჩაატარებს. მოეწყობა მუსიკალური ბანაკიც. საერთაშორისო ფესტივალი წელს ათ დღეს გაგრძელდება და 12 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტით დასრულდება. რიგით მეექვსე ფესტივალი იუნესკოს ეგიდით იმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი