დღეს დედა ენის ბაღში საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა. საინიციატივო ჯგუფის მიიჩნევს, რომ თეიმურაზ შაშიაშვილს გააჩნია ყველა ის თვისება და გამოცდილება, რაც პრეზიდენტის ეფექტური საქმიანობისთვისაა აუცილებელი. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია, დაიმსხვრეს საარჩევნო ტექნოლოგიებად ჩამოყალიბებული მახინჯი პრაქტიკა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უნდა იმუშაოს ამომრჩევლის უანგარო მხარდაჭერის მიღებაზე.
მათივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი უახლოეს დღეებში უკვე თავად წარსდგება საზოგადოების წინაშე და ისაუბრებს ახალი სტანდარტის საარჩევნო სტრატეგიაზე, რომლის განხორციელებასაც მხარდამჭერებთან ერთად აპირებს.