ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

27 იანვარი 2025, 10:19 148 ნახვა

ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

ეს არის გასულ კვირაში დაწყებული მსჯელობა, რომლის გაგრძელებაც დღევანდელ შეხვედრაზე დაანონსებული იყო.  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ.

ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს. მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ. საგარეო საბჭოს შეხვედრას კაია კალასი უხელმძღვანელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში