შსს-ს სამინისტრო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად მუშაობას იწყებს

21 აგვისტო 2018, 00:00 1631 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი