ბათუმში უნებართვოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური დაანგრიეს

20 აგვისტო 2018, 00:00 4384 ნახვა

ბათუმში, „მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმმა“ ის ბენზინგასამართი სადგური დაანგრია, რომელიც თვითონვე ააშენა. ობიექტი უნებართვოდ იყო აგებული.

ბათუმის მერიამ კომპანია რამდენჯერმე გააფრთხილა, დააჯარიმა და საქმე აღმასრულებელს გადასცა.

უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბათუმის მერია იღებს, თუმცა საქმე აღმასრულებელს გადაეცემა.

ამ დრომდე ბათუმში არც ერთი უკანონოდ აშენებული ობიექტი არ დაუნგრევიათ.

კომპანია „მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმი“ 2017 წელს დააფუძნეს. კომპანიას შპს „მეტროს“ პარტნიორები ფლობენ, სადაც კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი