უსაფრთხოების დაცვა ყველასთვის სავალდებულოა- თორნიკე რიჟვაძე „ველმონდის“ დალუქვაზე

19 აგვისტო 2018, 00:00 1577 ნახვა

„უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველა სასტუმროსთვის სავალდებულოა და „ველმონდი“ მუშაობის  განახლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც  აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“ - ამის შესახებ     სასტუმრო „ველმონდის“ დალუქვასთან  დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. 

თორნიკე რიჟვაძემ  კიდევ ერთხელ  განმარტა,  რომ  მოლაპარაკებების შედეგად სასტუმროს თანამშრომლებს სამსახური შეუნარჩუნდებათ და მათ კუთვნილ ხელფასსაც გადაუხდიან. სასტუმრო და კაზინო ველმონდი ყოფილი ლეოგრანდი პარასკევს საღამოს დალუქეს. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს 44 რეკომენდაცია მისცა, რისი შესრულებაც გარკვეულ ვადებში ევალებოდა.2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდ“-ში 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი