ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 ამერიკული დოლარი 2.57 ლარია.
ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა. ამასთან, მინისტრის თქმით, მეორე და მნიშვნელოვანი ბერკეტია ეკონომიკის გაძლიერება.