პირველკლასელთა წიგნების წონა

17 აგვისტო 2018, 00:00 2118 ნახვა

პირველკლასელების სახელმძღვანელოების წონა 1 კილოგრამს არ გადააჭარბებს-განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ. თემურ მურღულიას ინფორმაციით, სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 17 სექტემბრისთვის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილი იქნება. წელს სულ 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, პირველ ეტაპზე 2 მლნ 400 ათასი იბეჭდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი