ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სტუდენტების წახალისებისთვის აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განცხადებების მიღებას იწყებს.
თვითმმართველობა დააფინანსებს ბაკალავრის საფეხურზე მყოფ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს.
დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია-განცხადება, ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ, საბანკო რეკვვიზიტი, პირადობის მოწმობის ასლის ოფიციალურ მეილზე ან კანცელარიაში უნდა წარადგინონ.
დოკუმენტაციის მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება.