სტუდენტების დაფინანსების პროგრამა

10 თებერვალი 2025, 14:15 434 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის ან სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.  

მსურველებს  ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება უნდა ქონდეთ 71 პროცენტი ან მეტი. განაცხადების მიღება  31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში