ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ბათუმი უფრო მდიდრულია, ვიდრე – გაგრა. ჟურნალისტებმა ინტერვიუს დროს აღნიშნეს, რომ ბათუმი ევროპული დონის კურორტია, ხოლო სერგეი შამბას ჰკითხეს, როგორ არის განვითარებული ქალაქ გაგრის ინფრასტრუქტურა.რადიოსადგურ „ეხო მასკვისთვი“-ს მიცემულ ინტერვიუში შამბამ განაცხადა, რომ „ უმრავლესობა კმაყოფილია აფხაზეთში დასვენებით. თუმცა აჭარაში კურორტები უფრო მეტად არის განვითარებული, რადგან „იქ მეტი ინვესტიცია იყო“.
სერგეი შამბამ კონფლიქტზეც გააკეთა კომენტარი. “საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი ვიყავი, მაგრამ დიალოგზე საუბარი პირველმა დავიწყე”- განაცხადა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერმინისტრმა. მისი თქმით, მას საქართველო მტრად არ მიაჩნია, რადგან იქ მეგობრები ჰყავს. დრო შეიცვალა. ახლა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე შეიძლება საუბარი - აღნიშნა შამბამ. სერგეი შამბას ეს განცხადება ყოფილმა მინისტრებმა შეაფასეს. გოგა ხაინდრავა დიალოგზე მზაობას მიესალმება. პაატა ზაქარეიშვილი კი საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს.