აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა

16 აგვისტო 2018, 00:00 7492 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი იმუშავებს. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.  კონსტანტინე ანანიაშვილმა ლაშა გოგნიაშვილი ჩაანაცვლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტში ცვლილება, როტაციის ფარგლებში განხორციელდა.

კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო.

2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 

ამავე კატეგორიაში