თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით ერთ დაშავებულს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. სამივე მათგანი აჭარის მაღალმთიანეთიდანაა.
მათივე ცნობით პაციენტებს არ აქვთ დაზღვევა, ამიტომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რომ ხარჯების დაფარვა არ მოუწიოთ დაზარალებულებს. ისინი მკურნალობას კერძო კლინიკაში გადიან. ავარია ტრაპიზონში, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. ჯენი კვანტალიანი იმყოფება თურქეთში, ასე რომ მოვისმინოთ რა დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო მან, როგორც ვიცით რამდენიმე მოქალაქემ უკვე დატოვა მეზობელი ქვეყანა.