ავტობუსში უბილეთო მგზავრები დაჯარიმდებიან

14 აგვისტო 2018, 00:00 2498 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა. 16 აგვისტოდან არც ერთ ავტობუსში კონდუქტორი აღარ  იმუშავებს  და ავტობუსში ბილეთის შეძენას ვეღარ შეძლებთ.

უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები დააჯარიმებენ, რომლებიც ბილეთების გატარებას სხვადასხვა გაჩერებაზე გააკონტროლებენ. ელექტრონული ბარათის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ავტობუსებში გამოკრულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი