უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს განახლებულ ,,განათლების პროგრამა’’-ს სთავაზობენ. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, 4- ის ნაცვლად 5 წლიან სწავლებას მოიცავს. პროგრამამ უკვე გაიარა აკრედიტაცია.
ინტეგრირებული პროგრამა ბაკალავრისა და მაგისტრატურის ერთდროულ სწავლებას გულისხმობს. პრაქტიკულ სწავლებას კი სტუდენტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ერთი წლის განმავლობაში გაივლიან. კუსრდათავრებულებს ავტომატურად გადაეცემათ მაგისტრის დიპლომიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეიდან ფაკულეტეტზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. განათლების პროგრამაზე 50 სტუდენტი უნდა მოხვდეს.