ლარი დოლართან მიმართებაში 7 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 53 თეთრია, თუმცა სავალუტო ჯიხურებში დღეს დოლარი 2 თეთრით ძვირია. ევროს შეძენა კი, 2 ლარად და 90 თეთრადაა შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი 50-ზე მეტი ვალუტიდან მხოლოდ თურქულ ლირასთან გამყარდა. გუშინ ლარის გაცვლითი კურსი რამდენჯერმე შეიცვალა, რასაც ექსპერტები თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენების უკავშირებენ.