რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. რუსეთი კვლავ არღვევს ომის შემდგომ შეთანხმებას და განაგრძობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების რღვევას. კონფლიქტი, მცოცავი ოკუპაცია და ადამიანის უფლებები - თემებზე დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს თბილისში.
საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას. პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და უკრაინამ დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად სიმბოლურად უშუალოდ საქართველოში ვიზიტისას, მტკიცედ დააფიქსირეს მხარდაჭერა და მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს ჯარები, შეწყვიტოს აგრესია და აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა - მთავარი გზავნილები რუსეთის პრემიერ-მინისტრის მუქარის კვალდაკვალ ევროპელი ლიდერებისგან - ფირუზ ბოლქვაძე მოგვიყვება.