ამ წუთებში თბილისში რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან ოკუპაციისა და 2008 წლის ომის გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. აქციის სახელწოდებაა "10 წელი აგვისტოს ომიდან." გამოფენილია აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები, რომლებიც სიმბოლურად მავთულხლართებზეა მიმაგრებული.
„ყურადღება! ეს არაა საზღვარი! ეს მავთულხლართებია!“ „მე ვიქნებოდი ცოცხალი!“ „მე 21 წლის ვარ და უკვე ვნახე ომი!“ „ჩემი სიბერე მინდა გაგრაში გავატარო!“ - ეს და სხვა ტრანსპარანტები უჭირავთ აქციაზე მისულ მოქალაქეებს ხელში. აქციის დაწყებამდე კი მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”-ს წევრებმა კედლებზე მავთულხლართები გამოსახეს და რუსული აგრესია ამ ფორმითაც გააპროტესტეს.