,,საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება”- განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა. დიმიტრი მედვედევის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთიც ჩაერთო, შეიძლებოდა არც მოხდარიყო. „ეს კონფლიქტი გარდაუვალი არ ყოფილა“, – განაცხადა მედვედევმა.