"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა. ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა" აღნიშნა დღეს საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
უწმინდესი მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თანახმანი არ არიან, მაგრამ პრესის და ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. პატრიარქის თქმით, დღეიდან დამკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც წირვის ბოლოს ბიბლიიდან თითო თავს წაიკითხავენ.