უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

02 აგვისტო 2018, 00:00 1507 ნახვა

რატომ გადადგა ნინო გვენეტაძე? ეს კითხვა ისმოდა დღეს ყველაზე ხშირად საზოგადოებაში. თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობენ სამი წლის განმავლობაში არსებულ ზეწოლასა და იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ წნეხს ვერ გაუძლო. ამას გამორიცხავენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი