100 წლის იუბილარი უმიან აბაშიძე

02 აგვისტო 2018, 00:00 2012 ნახვა

ქედაში, სოფელ ცხმორისში, მცხოვრებ უმიან აბაშიძეს 100 წელი შეუსრულდა. უხუცესი შრომის ვეტერანია. მას 3 შვილი, 15 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. იუბილარს 100 წელი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქედის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა  მიულოცეს.

უმიან აბაშიძეს ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის" ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა. ქედაში 100 წელს მიღწეული ოთხი მოქალაქეა, მათ შორის უხუცესი 106 წლის ზექიე მჟავანაძეა.

ამავე კატეგორიაში