თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული.
სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ცივი იარაღით არის დაჭრილი, რომელიც „ამტელ ჰოსპიტალში“ იმყოფება, მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კიდევ ერთი დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.