დღეიდან ტროტუარების  უკანონო ათვისებაზე ჯარიმები დაიწერება

01 აგვისტო 2018, 00:00 6687 ნახვა

ბათუმში გარე მოვაჭრეებს ტროტუარების უკანონო ათვისებისთვის დააჯარიმებენ. ასევე, დაჯარიმდებიან პირები, რომლებმაც უკანონოდ მიითვისეს ტროტუარები და დაარღვიეს სამშენებლო პირობები.  სანქციების დაწესება დღეიდან დაიწყება, კონტროლს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში "მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები" განახორციელებენ.

სააგენტოს სამართალდარღვევაზე ჯარიმის დაწერის უფლება 2018 წლის 1 აგვისტოდან მიენიჭა. 

"მუნიციპალიტეტის სერვისების სააგენტოში" 30 თანამშრომელია, ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში კი ზედამხედველობას 2 წარმომადგენელი ახორციელებს. დღეს მათ სპეციალური ფორმებიც დაურიგდათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი