გაუქმებული სამსახური აჭარის მთავრობაში

31 ივლისი 2018, 00:00 1504 ნახვა

ერთ-ერთი გადაწყვეტილება ზურაბ პატარაძის დროს შექმნილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის გაუქმება იყო, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა ფუნქციონირება დაწყებული, თუმცა მას დაარსებისთანავე აკრიტიკებდა კერძო სექტორი.

ამ სამსახურს, რომელიც ბიუჯეტით დაფინანსდებოდა, უფლება ექნებოდა კონკურენციაში შესულიყო კერძო სექტორთან, რაც არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა ბიზნესს. ცნობისთვის სამსახურისთვის უკვე იყო შერჩეული უფროსი, ამასთან ეკონომიკის სამინისტრომ 20 ათასი ლარი დახარჯა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ოფისის მოსაწყობად გასულ წელს სპეციალური პროექტიც შეისყიდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი