გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს შეეჯახა. დაშავებული გარკვეული დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათივე თქმით, პაციენტს მძიმე ტრავმა არ აღენიშნებოდა და ის კონტაქტური იყო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.