საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც არაალკოჰოლური სასმელების მარკირების წესს ეხება.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მარკირების საფასური მეწარმისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნა, რომ მარკირების პროცესს აქვს მნიშვნელოვანი მიზანი პროდუქტის საგადასახადო აღრიცხვის კუთხით და ამასთან მას არ გააჩნია ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც ნაკლები დანახარჯით უზრუნველყოფს იგივე პროცედურას.