სკვერში უცნობმა პირებმა სკამი დააზიანეს

26 ივლისი 2018, 00:00 12794 ნახვა

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმთან არსებულ სკვერში სკამი, უცნობმა პირებმა დააზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. გატეხილია პლასტმასის ზედაპირი.

ე.წ. მანათობელი სკამი, რომელზეც ბათუმის ლოგოა გამოსახული, ერთ-ერთმა კომპანიამ საცდელად დაამზადა. ის ბათუმში მხოლოდ ერთ ლოკაციაზეა განთავსებული.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მომდევნო კვირაში გაირკვევა შესაძლებელია თუ არა სკამის შეკეთება, თუ მას ახლით ჩაანაცვლებენ. 

უცნობია ვინ დააზიანა სკამი. უწყების თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი