წელს ბათუმი ქალაქის 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. ლაშა კომახიძე დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით ცვლილებას გეგმავდა, თუმცა მისი განცხადებით ღონისძიებების დაგეგმვა აპრილის თვემდე ვერ მოესწრო, შესაბამისად ''ბათუმობა'' წელსაც სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება.
ბათუმობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან თანხები უკვე გათვლილია. მოეწყობა 19 საუკუნის კოსტიუმირებული ჩვენება.