14 ხმა, ერთის წინააღმდეგ. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გუშინ ფარული კენჭისყრით, მმართველი პარტიის მხარდაჭერით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობას, ევროპული საქართველოს წევრმა კი სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. 15 დეპუტატს შორის, რომელთაც ფარულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა ერთი “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” წევრი გიორგი ცინცქილაძე იყო. მან ხმა თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ მისცა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეზე არა, მაგრამ პასუხისმგებლობას იღებენ მისი საქმიანობის კონტროლზე. აჭარის ახალ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის წესი განისაზღვრა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე ვალდებულია რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში წელიწადში ერთხელ ანგარიშით წარსდგეს.