“ჯამბაზები”-მუსიკალური ცენტრი პრემიერისთვის ემზადება

20 ივლისი 2018, 00:00 2408 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი  პრემიერისთვის ემზადება. შემოქმედებითი დასის რეპერტუარში პირველად მუსიკოსები რუჯერო ლეონკავალოს ''ჯამბაზებს ითამაშებენ.

მთავარ როლებს ცენტრის საოპერო დასის სოლისტები შეასრულებენ. ოპერა ორმოქმედებიანია და მასში სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი დავით მუქერიაა, დამდგმელი რეჟისორი კი მაია გაჩეჩილაძე. მისი განცხადებით, საოპერო წარმოდგენა ''ჯამბაზები'' ერთ-ერთი რთული მუსიკალური ნაწარმოებია, რომელიც სამსახიობო გამოცდილებასაც მოითხოვს.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დღეს წინასაპრემიერო პრესკონფერნეცია გაიმართა, პარალელურად მიმდინარეობს რეპეტიციები. ცნობილი საოპერო დადგმის პრემიერა 24 და 27 ივლისს გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი