უახლოეს დღეებში - როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიღრუბლება და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა.
გამონაკლისი იქნება შავიზღვისპირეთი, სადაც უქმე დღეებში დროგამოშვებით მოიღრუბლება და მხოლოდ მცირე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ინდექსით 7 UV (index), ზღვის წყლის ტემპერატურა კი 26 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება აჭარის მთიან რაიონებს - მომდევნო 2 დღის განმავლობაში აქ ხანმოკლე წვიმას, ელჭექით პროგნოზირებენ.