ამ განცხადებების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას. მისი თქმით, საქართველო კვლავ მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ.