პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. სამართალდამცველებსა და მძღოლებს შორის მოლაპარაკება შედგა.
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსები მივიდნენ.
მძღოლები აცხადებდნენ, რომ თურქეთის მხარეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გახშირებულია. ასევე, საქართველოს სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს, არ ეძლევათ საშუალება თურქეთის ტერიტორიაზე ტურისტები გადაიყვანონ. ჟანდარმერია მათ ავტომობილებს აჩერებს და აჯარიმებს.
აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსების თქმით, ყველა შეტყობინებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხება, მოკლვლევა დაიწყება.მათივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ, თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები საქმის კურსი არიან.
საპროტესტო აქციას, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მძღოლები დილიდან მართავდნენ.
მათ გადაკეტილი ჰქნდათ გამშვები პუნქტის ის ნაწილი, საიდანაც თურქეთის სანომრე ნიშნით მოძრავი ტრაილერები საქართველოში გადმოდიოდნენ.
განახლებული: